W I N T E N T

მოდელი

„ვინტენტი“ — საიმედო დაჩრდილვა დაბნელების გარეშე...
ელეგანტური და პრაქტიკული გადაწყვეტა სახლების, ვილებისა და კომერციული სივრცეების მზის მწველი სხივებისგან დასაცავად...

„ვინტენტი“ გასაშლელი ტენტია, რომლის მკლავების მოძრაობის კუთხე 0°-დან 180°-მდე რეგულირდება. ეს საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვაკონტროლოთ დაჩრდილვის ხარისხი და ოთახში შემომავალი ბუნებრივი განათების რაოდენობა...

„ვინტენტი“ აღჭურვილია კომპაქტური კასეტური სისტემით, რომელიც ქსოვილსა და მექანიზმს გარე ზემოქმედებისგან იცავს. ტენტის მკლავები შესაძლებელია იყოს როგორც სწორი, ისე მორკალული ფორმის. მათში ინტეგრირებული მძლავრი ზამბარები უზრუნველყოფს ქსოვილის თანაბარ და საიმედო დაჭიმულობას, ტენტის სასურველი გრადუსით გაშლისას...

ქსოვილი

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების წყალმედეგ ქსოვილებს, რომლებიც გამოირჩევა მზის სხივების მიმართ მაღალი მდგრადობით. აკრილის შემცველობა და სპეციალური დამუშავების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფერის ხანგრძლივ შენარჩუნებას და ქსოვილის დაცვას გახუნების, ობისა და ლპობისგან მრავალი წლის განმავლობაში. ქსოვილები ცეცხლმედეგია, რაც სრულიად გამორიცხავს მათ აალებას სიგარეტის ნამწვით დაზიანების შემთხვევაში...

ქსოვილების ფერების, ტექსტურისა და დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გვაძლევს, ტენტი მაქსიმალურად ჰარმონიულად შევუხამოთ შენობის ექსტერიერსა და არქიტექტურულ სტილს.

მართვა

„ვინტენტი“-ს მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად(ხელით), ისე ელექტრო ძრავით, დისტანციური პულტის ან კედლის ღილაკის გამოყენებით...

მილისებრი ელექტროძრავა მოთავსებულია ტენტის მილში, რომელზეც ქსოვილი ეხვევა, შესაბამისად ძრავი არ საჭიროებს დამატებით სამონტაჟო სივრცეს და სრულად ინარჩუნებს ტენტის ესთეტიკურ იერსახეს, რადგან ძრავი გარედან უხილავია...

დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის „ვინტენტი“ შესაძლებელია აღიჭურვოს მზისა და ქარის სენსორებით. შესაბამისი პროგრამირების შემდეგ სისტემა ავტომატურად რეაგირებს ამინდის პირობებზე — მზის ინტენსივობის მატებისას ტენტი იშლება, ხოლო ძლიერი ქარის შემთხვევაში ავტომატურად იკეცება...