სერვისი

კონსულტაცია

კონსულტაცია უფასოა. ჩვენი სპეციალისტები დეტალურად გაგაცნობენ შემოთავაზებული პროდუქციის თავისებურებებს, მახასიათებლებს და ტექნიკურ მხარეს. დაგეხმარებიან თქვენი ობიექტისა და საჭიროებებისთვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტის შერჩევაში...

კონსულტაციის მიღება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი გზით:

ტელეფონით: 220 35 36
სოციალური ქსელების მეშვეობით...
ელ-ფოსტით: info@dacomo.ge
ადგილზე, აზომვითი სამუშაოების ჩატარებისას

ნებისმიერ კითხვაზე სიამოვნებით გიპასუხებთ...

აზომვითი სამუშაოები

აზომვით სამუშაოებს უშუალოდ ობიექტზე ატარებს ჩვენი გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი. ადგილზე ვიღებთ ზუსტ ზომებს, ვაფასებთ ობიექტის თავისებურებებს და დამკვეთთან ერთად ვათანხმებთ სასურველი პროდუქციის კონფიგურაციას, მახასიათებლებს და ყველა ტექნიკურ დეტალს...

ამ ეტაპზე დამკვეთი ადგილზე იღებს პროფესიონალურ კონსულტაციას. ჩვენი სპეციალისტი დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევაში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, რათა საბოლოო პროდუქტი სრულად პასუხობდეს თქვენს მოთხოვნებს და ობიექტის პირობებს...

აზომვითი სამუშაოები შესაძლებელია ჩატარდეს გამოძახების დღესვე ან მომდევნო დღეს, თქვენთვის მოსახერხებელ დროს...

პროექტირება და დიზაინი

აზომვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ იწყება პროექტის დამუშავების ეტაპი. დამკვეთის მიერ შერჩეული პროდუქციის დიზაინი და ტექნიკური მხარე მუშავდება გრაფიკულ პროგრამებში. ამ ეტაპზე ზუსტად განისაზღვრება კონსტრუქციის ზომები, პროპორციები, მასალები, ფერები და სამონტაჟო გადაწყვეტები, რათა საბოლოო შედეგი სრულად შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის არქიტექტურას, ისე დამკვეთის მოთხოვნებს...

მომზადებული პროექტი წარედგინება დამკვეთს. მასთან ერთად განვიხილავთ ყველა დეტალს და ნიუანსს: დიზაინს, ფუნქციონალს, მართვის სისტემას, აქსესუარებს და მონტაჟის თავისებურებებს. საჭიროების შემთხვევაში პროექტში შეგვაქვს ცვლილებები და ვეძებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ...

შეკვეთის გაფორმება და შესრულების ვადები

ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ მზადდება ინვოისი, საჭიროების შემთხვევაში კი ფორმდება ხელშეკრულებაც. ამავე ეტაპზე დამკვეთთან ერთად ვთანხმდებით შეკვეთის შესრულების სასურველ თარიღზე...

შეკვეთის შესრულების ვადა, როგორც წესი, შეადგენს 10–14 დღეს საავანსო თანხის გადახდიდან. ზუსტი ვადა დამოკიდებულია არჩეული პროდუქციის ტიპზე და მის მახასიათებლებზე...

მონტაჟის ვადა შეიძლება ასევე შეიცვალოს პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ან თუ ობიექტზე საჭიროა დამატებითი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ასეთ შემთხვევაში დამკვეთს წინასწარ ვაცნობებთ ცვლილების შესახებ...

სამონტაჟო სამუშაოები

სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებს ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი სამონტაჟო ჯგუფი. სამუშაოები ტარდება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და მონტაჟისთვის აუცილებელი ყველა ნორმის გათვალისწინებით. შესრულებული სამუშაო სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სიზუსტით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით...

მონტაჟის დროს ვიყენებთ პროფესიონალურ ხელსაწყოებს და პროდუქციისთვის განკუთვნილ მაღალი ხარისხის სამაგრ ელემენტებს. ობიექტზე ყოველთვის ვითვალისწინებთ მის თავისებურებებს, ვიცავთ წესრიგს და სისუფთავეს...

მონტაჟის დასრულებისას ვამოწმებთ კონსტრუქციის და მექანიზმის გამართულ მუშაობას, დამკვეთს ვაჩვენებთ პროდუქციის მართვას და ვაძლევთ რჩევებს მისი სწორი ექსპლუატაციისა და მოვლის შესახებ...

საგარანტიო მომსახურება

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება საგარანტიო მომსახურება. თუ საგარანტიო ვადაში აღმოჩნდება ხარვეზი ან დაზიანება, უფასოდ ვასრულებთ მის შეკეთებას, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში პროდუქციას ან მის ნაწილს ვცვლით ახლით...

საგარანტიო შემთხვევის დაფიქსირებისას საკმარისია დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, ფეისბუკ გვერდზე ან ელ-ფოსტით. ჩვენი სპეციალისტები მოკლე ვადაში შეაფასებენ პრობლემას და უზრუნველყოფენ მის აღმოფხვრას...

გარანტია არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დაზიანება გამოწვეულია პროდუქციის არასწორი ექსპლუატაციით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევით, მექანიკური დაზიანებით, სტიქიური მოვლენებით ან მესამე პირის მიერ ჩატარებული შეკეთებით, დემონტაჟით ან კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანით...

ფასიანი სერვისი

გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგაც არ გტოვებთ მარტო. ფასიანი სერვისის ფარგლებში ვასრულებთ პროდუქციის შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. თითოეული შეკვეთის ღირებულება ფასდება ინდივიდუალურად, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სირთულის მიხედვით.

ასევე გთავაზობთ ფასიან სამონტაჟო სამუშაოებს: ვასრულებთ ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მსგავსი პროდუქციის მონტაჟს და გამართვას, მაშინაც კი, თუ ის სხვაგან არის შეძენილი...

.

.

.