მოდელი
„სმარტი“ — მეტი კომფორტი და დაჩრდილვის მოქნილი შესაძლებლობები...
გასაშლელი ტენტი „სმარტი“ გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ფუნქციონალურობითა და მართვის მოქნილი შესაძლებლობებით. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დახრის კუთხის რეგულირების მექანიზმია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეცვალოთ ტენტის დახრის კუთხე სპეციალისტის დახმარების გარეშე და დაჩრდილვა მზის მდებარეობას მოარგოთ...
„სმარტი“-ს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციაა „ჩრდილი+“ — ტენტის წინა ნაწილიდან დამატებით ჩამოსაშვები ქსოვილი, რომელიც ეფექტურად იცავს სივრცეს დაბალი კუთხით შემომავალი მზის სხივებისგან. მისი დახმარებით შესაძლებელია ტენტის წინა ნაწილის ფარდასავით ჩამოშვება, რაც უზრუნველყოფს დამატებით დაჩრდილვას, კომფორტსა და პრივატულობას...
ქსოვილი
ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების წყალმედეგ ქსოვილებს, რომლებიც გამოირჩევა მზის სხივების მიმართ მაღალი მდგრადობით. აკრილის შემცველობა და სპეციალური დამუშავების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფერის ხანგრძლივ შენარჩუნებას და ქსოვილის დაცვას გახუნების, ობისა და ლპობისგან მრავალი წლის განმავლობაში. ქსოვილები ცეცხლმედეგია, რაც სრულიად გამორიცხავს მათ აალებას სიგარეტის ნამწვით დაზიანების შემთხვევაში...
ქსოვილების ფერების, ტექსტურისა და დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გვაძლევს, ტენტი მაქსიმალურად ჰარმონიულად შევუხამოთ შენობის ექსტერიერსა და არქიტექტურულ სტილს.
მართვა
„სმარტი“-ს მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად(ხელით), ისე ელექტროძრავით, დისტანციური პულტის ან კედლის ღილაკის გამოყენებით...
მილისებრი ელექტროძრავა მოთავსებულია ტენტის მილში, რომელზეც ქსოვილი ეხვევა, შესაბამისად ძრავი არ საჭიროებს დამატებით სამონტაჟო სივრცეს და სრულად ინარჩუნებს ტენტის ესთეტიკურ იერსახეს, რადგან ძრავი გარედან უხილავია...
დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის „სმარტი“ შესაძლებელია აღიჭურვოს მზისა და ქარის სენსორებით. შესაბამისი პროგრამირების შემდეგ სისტემა ავტომატურად რეაგირებს ამინდის პირობებზე — მზის ინტენსივობის მატებისას ტენტი იშლება, ხოლო ძლიერი ქარის შემთხვევაში ავტომატურად იკეცება...







