მოდელი
მსოფლიოში პირველი ბიოკლიმატური სისტემა AEROLUX დღეს უკვე აერთიანებს მზის ენერგიასა და Smart Glass ტექნოლოგიებს.
AEROLUX GL წარმოადგენს უმარტივეს და ამავდროულად ინოვაციურ გზას შთამბეჭდავი არქიტექტურული სივრცეების შესაქმნელად, სადაც მაღალი ტექნოლოგიები და თანამედროვე დიზაინი ერთ მთლიანობშია გაერთიანებული...
გადახურვა
AEROLUX GL-ის სახურავი შედგება აეროჟალუზის ერთმანეთთან დაკავშირებული ალუმინის ლამელებისგან და ახლა უკვე მინის ფიქსირებული გადახურვისგანაც. ლამელები შეგვიძლია ოდნავ შევხსნათ და სინათლე შემოუშვათ პერგოლაში, ან სრულად მივკეცოთ რომელიმე მხარეს. ლამელებს თავის მხრივ გააჩნიათ ტემპერატურული კამერები, რაც დამატებით უზრუნველყოფს მათ მდგრადობას კლიმატური ცვლილებების მიმართ. სწორედ ამიტომ ისინი არ ატარებენ სიმხურვალეს და შესაბამისად სახურავის ქვეშ ნარჩუნდება ჩრდილი და სიგრილე.
რაც შეეხება გადახურვის გამჭვირვალე, სტატიკურ ნაწილს, იგი მაღალი ხარისხის ნაწრთობი მინისგან შედგება და Smart Glass-ის ფუნქციასაც ითავსებს...
მართვა
მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს AEROLUX GL-ის თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.
პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს, როგორც ლამელების, ასევე პერიმეტრის უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება...






