F L A T

FLAT არის მოძრავი გადახურვის სისტემა, რომელიც მაქსიმუმ 8 მეტრზე იშლება და მოძრაობს სპეციალურ  პროფილებში რომელთა ზომა 110მმ*160მმ-ია. პერგოლას წინა ჟოლობი ინტეგრირებული აქვს. მოდელი FLAT ჰორიზონტალურად მოძრავი მოდელია. მისი ძირითადი ხიბლი იმაშია, რომ ნაჭერი იმდაგვარად არის შეკიდული, რომ თავად ქმნის წვიმის წყლისთვის არხებს და წყალიც შესაბამისად პერგოლას გვერდებზე გადადის. FLAT-ის სიგანე მაქსიმუმ 13 მეტრს შეადგენს. ეს მოდელი სხვა პერგოლებთან შედარებით მსუბუქი და ჰაეროვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ მყარია და თავისუფლად უძლებს როგორც ძლიერ ქარს, ასევე სხვა ნებისმიერ ბუნებრივ მოვლენას, იქნება ეს წვიმა, სეტყვა თუ თოვლი.

ნაჭერი

გერმანიაში დამზადებული, ცეცხლგამძლე და 100%-ით წყალგაუმტარი არქიტექტურული მემბრანების ნაჭრები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გამჭვირვალობის და ამასთან უზრუნველყოფდეს სტაბილურობას და ტემპერატურულ მდგრადობას, ნესტის და ჭუჭყის ამტანობას. ნაჭერი არ იწელება და დროთა განმავლობაში არ განიცდის დეფორმაციას, ხოლო აკრილის დაფარვა მისი მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა.

მართვის სისტემა

მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას. F3 სლაიდერები(თითოეულს 8 გორგოლაჭი აქვს და უძლებს 600კგ-მდე დატვირთვას) და უჟანგავი ფოლადის კაბელებით გამაგრებული ღვედები უძლებენ დატვირთვას, რომელსაც 966კგ-ის გაწევა შეუძლია. სწორედ ამიტომ პერგოლას 6 გრადუსიანი დახრის შემთხვევაშიც ნაჭერი ისეა დაჭიმული, რომ მასზე წყლის გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელია.

პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.