ავტომატიზირებული პერგოლა და მოძრავი გადახურვის სისტემა "AXIS" არის თანამედროვე პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი არქიტექტურის მოთხოვნებს. მისი ფორმა და მინიმალისტური დიზაინი მაქსიმალურად ერწყმის გარემო პირობებს და საკმაოდ დიდი ფართის დაფარვის საშუალებას იძლევა. "AXIS" გარე სივრცეს უფრო კომფორტულს და მეტად ფუნქციურს, მიმზიდველს და გამოყენებადს ხდის. სისტემა შესაძლებელია აღიჭურვოს მაღალი ხარისხის რბილი ან მკვეთრი, თეთრი და ცვალებადი ფერის ლედ განათებით და ამით გარემო უსასრულო ფერთა გამით შეავსოს.
გადახურვა
"AXIS"-ის სახურავი შედგება აეროჟალუზის ერთმანეთთან დაკავშირებული ალუმინის ლამელებისგან. ისინი მხოლოდ ბრუნვის პრინციპით მოძრაობენ და სახურავის სრულად გადახსნა არ არის შესაძლებელი. სწორედ ამით განსხვავდება "AXIS" მისი მსგავსი მოდელი "AEROLUX"-ისგან. "AXIS"-ის ლამელებსაც გააჩნიათ ტემპერატურული კამერები, რაც დამატებით უზრუნველყოფს მათ მდგრადობას კლიმატური ცვლილებების მიმართ და არ ატარებენ სიმხურვალეს. შესაბამისად სახურავის ქვეშ ნარჩუნდება ჩრდილი და სიგრილე. გარკვეული გრადუსით გახსნილი ლამელებიდან აეროჟალუზის გავლით შემინულ პერგოლაში შესაძლებელია ჰაერის შემოშვება ვენტილაციისთვის, ამასთან ლამელების გახსნის გრადუსის ისე შერჩევა, რომ მზის სხივის შემოსვლა შეუძლებელი გახდეს. ასეთივე პრინციპით, ანუ ლამელების გახსნის კუთხის შერჩევით ხდება წვიმის წყლის არიდება და წვიმაში პერგოლას სახურავის ოდნავ შეხსნა, ამ დროს წყალი ინტეგრირებული დრენაჟის სისტემის მეშვეობით პერგოლას კოლონებში ჩამოედინება.
მართვის სისტემა
მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.
პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს, როგორც ლამელების, ასევე პერიმეტრის უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.