მსოფლიოში პირველი, სრულად ავტომატიზირებული პერგოლა და მოძრავი გადახურვის სისტემა "AEROLUX" არის სრულიად ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მოძრავი სახურავი შეიძლება გაიხსნას ღერძზე მბრუნავი აეროჟალუზის მეშვეობით, ან სრულად მიიკეცოს რომელიმე მხარეს და შესაბამისად მოხდეს სახურავის მთლიანად გადახდა. იგი არის ლუქს კლასის სუპერთანამედროვე პროდუქტი, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ღია საცხოვრებელ ფართს და მეტად კომფორტულს, ესთეტიურად მიმზიდველს და სასიამოვნოს ხდის მას.
გადახურვა
"AEROLUX"-ის სახურავი შედგება აეროჟალუზის ერთმანეთთან დაკავშირებული ალუმინის ლამელებისგან. ისინი შეიძლება ოდნავ შევხსნათ და სინათლე შემოუშვათ პერგოლაში, ან სრულად მივკეცოთ რომელიმე მხარეს. ლამელებს თავის მხრივ გააჩნიათ ტემპერატურული კამერები, რაც დამატებით უზრუნველყოფს მათ მდგრადობას კლიმატური ცვლილებების მიმართ. სწორედ ამიტომ ისინი არ ატარებენ სიმხურვალეს და შესაბამისად სახურავის ქვეშ ნარჩუნდება ჩრდილი და სიგრილე. გარკვეული გრადუსით გახსნილი ლამელებიდან აეროჟალუზის გავლით შემინულ პერგოლაში შესაძლებელია ჰაერის შემოშვება ვენტილაციისთვის, ამასთან ლამელების გახსნის გრადუსის ისე შერჩევა, რომ მზის სხივის შემოსვლა შეუძლებელი გახდეს. ასეთივე პრინციპით, ანუ ლამელების გახსნის კუთხის შერჩევით ხდება წვიმის წყლის არიდება და წვიმაში პერგოლას სახურავის ოდნავ შეხსნა, ამ დროს წყალი ინტეგრირებული დრენაჟის სისტემის მეშვეობით პერგოლას კოლონებში ჩამოედინება.
მართვის სისტემა
მოწინავე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით დისტანციურად მართვადი ავტომატიკა და ძრავების სისტემა უზრუნველყოფს პერგოლას თანაბარ და სწრაფ ოპერირებას.
პერგოლა შესაძლებელია აღიჭურვოს, როგორც ლამელების, ასევე პერიმეტრის უმაღლესი ხარისხის LED განათებით, რომლის მართვაც ასევე დისტანციურად ხდება და განათების სიძლიერის მომატებით ან დაკლებით შესაძლებელია პერგოლას გარემოსთან და სიტუაციასთან მაქსიმალური შეხამება.