ჩვენ

კომპანია “დაკომო” დაარსდა 2014 წლის მარტში. ჩვენ გავერთიანდით საერთო იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ადგილობრივი მწარმოებელი ფირმის შექმნას, ჩამოყალიბებას და ღირსეულად განვითარებას.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ სანდო და ცნობადი ბრენდი ვემსახურებით სამ ძირითად პრინციპს, ესენია: სამართლიანობა, ხარისხი, თანამედროვეობა.

ამასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი ძალებით, დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით შევქმნათ ის, რაც მომავალში გადაიქცევა ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელად და სხვა ძლიერ კომპანიებთან ერთად განავითარებს საქართველოს ეკონომიკას და ამით სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მცხოვრებს.