კომპანია

ჩვენ

კომპანია "დაკომო" დაარსდა 2014 წლის მარტში. ჩვენ გავერთიანდით საერთო იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ადგილობრივი მწარმოებელი ფირმის შექმნას, ჩამოყალიბებას და ღირსეულად განვითარებას.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ სანდო და ცნობადი ბრენდი ვემსახურებით სამ ძირითად პრინციპს, ესენია: სამართლიანობა, ხარისხი, თანამედროვეობა.
ამასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი ძალებით, დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით შევქმნათ ის, რაც მომავალში გადაიქცევა ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელად და სხვა ძლიერ კომპანიებთან ერთად განავითარებს საქართველოს ეკონომიკას და ამით სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მცხოვრებს

ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ მუხლჩაუხრელი შრომით, ცოდნის გაღრმავებით და დაუზარებლობით, შესაძლებელია პატარა ფირმიდან დიდ კომპანიად გადაქცევა...
ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურებით უამრავი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება და კლიენტთა დიდი არმიის შეძენა, რომლებისთვისაც სავსებით შესაძლებელა გახდე საყვარელი ბრენდი, სასურველი პარტნიორი და კარგი მეგობარი...
"დაკომო" მომავალში საკუთარ თავს საქართველოს ლიდერი კომპანიების სიაში ხედავს და გეგმავს მათთან ერთად გაუძღვეს ქართულ ეკონომიკას და ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაში შეიტანოს დიდი წვლილი, რაც ნათლად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთო კეთილდღეობაზე...

მიზანი

კომპანია "დაკომო"
- მიზნად ისახავს გახდეს საიმედო, სანდო და წარმატებული კომპანია!
- ზრუნავს მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე!
- ისწრაფვის გახდეს ევროპული დონის ბრენდი!
- მუდმივად ვითარდება და იხვეწება!
- მუდმივად იძენს გამოცდილებას და ცოდნას!
- მუდმივად ზრუნავს პროფესიონალიზმზე!
... და ამ ყველაფრის მისაღწევად განუწყვეტლივ განაგრძობს მუშაობას!

.

.

.